გოგა ხაჩიძე: ამ დღეს მოეწყო შეიარაღებული სამხედრო ამბოხი, რისიც არცთუ ისე კარგი გამოცდილება აქვს ჩვენს ქვეყანას. ერთმა სამხედრო ამბოხმა, რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა, ვნახეთ, რაც მოგვიტანა. დაწყებული უამრავი ადამიანის მსხვერპლით, დამთავრებული ჩვენი ქვეყნის გაპარტახებით.
რაც შეეხება ბრძანების გაცემას, რა ტიპისაა ეს ნათქვამი, ამაზე არ ვიცი . . კარგია, რომ პრეზიდენტმა პირველი ბრძანება გასცა ამ ამბის შემდეგ, ეს ბრძანება შესრულდა და გამოძიება დაიწყო. ვნახოთ, რა პრეტენზია ექნება პროკურატურას, როგორ ჩამოაყალიბებენ ამ ყველაფერს. სესიაშვილი ამბობს, შეკვეთილი მკვლელობა არისო, ვიღაცა ამბობს, არასწორი ბრძანება არისო. . . მე ვერ მივცემ ამას ბრძანების კვალიფიკაციას. კადრებში ჩანს, რომ საკმაოდ სერიოზული სიტუაციაა. ქვეყნის პრეზიდენტია მისული, სხვადასხვა თანამდებობის პირების, დღეს ვანო მერაბიშვილმაც გააკეთა განცხადება, რა იგულისხმა, როგორ იგულისხმა. . . დაველოდებით, რა ტიპის ბრალდებას წააყენებს პროკურატურა. მთავარი ის არის, რომ არავინ დაობს, სამხედრო ამბოხი იყო, თუ არა. ახლა დაობენ იმაზე, უნდა დასჯილიყვნენ თუ არა სამხედრო ამბოხის მომწყობები.
გიგიწრეთელი: როდესაც კადრები არის, ეს არის ფაქტები. ამ ფაქტების ინტერპრეტაცია ხდება იმისდა მიხედვით, ვისაც როგორ უნდა დაინახოს. ჩემი შეხედულებით და ინფორმაციით, ეს ნამდვილად იყო ამბოხი. ნებისმიერი ქვეყნის ჯარში, ასეთი ტიპის მოქმედება ძალიან მკაცრად ისჯება. მით უმეტეს უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის ინტერვენციიდან, ანუ აგვისტოს ომიდან, ძალიან მოკლე პერიოდი იყო გასული. ჩემთვის ყველაზე კომპეტენტური ამ მომენტში არის ვანო მერაბიშვილი და მას აქვს საშუალება გააკეთოს ამაზე კომენტარი. რამდენად სწორია, თანამდებობის პირის მიერ მკვლელობის ბრძანების გაცემა, მე არ შევუდგები დეტალიზაციას – ასეთ სიტუაციაში, ვინ როგორ გასცემს ბრძანებას. მოსასმენად მართლაც არ არის სასიამოვნო, რაც მოვისმინეთ, მაგრამ კონტექსტი რა არის, ეს კონტექსტი მან ახსნა. კარგ ემოციას, რაც საზოგადოებამ მოისმინა, ვერავიზე ვერ დატოვებდა. მე ვფიქრობ, რომ ეს კადრები რეალურად არსებობდა და ვინმე ოსმანს არ გამოუქვეყნებია.
სერგო რატიანი: გუშინდელი კადრებიდან დასტურდება, რომ აქ არ იყო ლიკვიდაციის შესახებ ბრძანება. ეს იყო ბრძანება იმის შესახებ, რომ მოეყვანათ ეს ადამიანები და თუ იქნებოდა წინააღმდეგობა გაწეული, ბუნებრივია ყოფილიყო ადეკვატური პასუხი. ეს დადასტურებულად არის ამბოხი, დღესაც, თუ ვინმეს პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენცია არ მოეწონება, მან არ უნდა დაქოქოს ტანკი და ლულა მიუშვიროს სახელმწიფოს.