სხდომაზე განიხილეს იმერეთის რეგიონიდან გადასახადის გადამხდელის 25 საჩივარი. დავების საბჭოს სხდომას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა უხელმძღვანელა.
“აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დაცვას, ასევე მათთვის საგადასახადო დავის პროცესის მნიშვნელოვნად გამარტივებას”, _ განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა.
“დავების ქუთაისში გამართვა მომხმარებლისთვის აუცილებელია, თბილისში ჩასვლა და ჩამოსვლა, იქ ერთი დღის დაკარგვა თანხებთან არის დაკავშირებული, ეს შეუმსუბუქებს თოითოეულ მოქალაქეს ცხოვრებას, თანხას და დროს”, _ განაცხადა სს ელექტრომექანიკოსის დირექტორმა, რევაზ გოშხეთელიანმა.
ინდმეწარმე ზურაბ ლომიძის აზრით აღნიშნული ინიციატივა მოსახერხებელია და იგი მიესალმება დავების ადგილზე განხილვას.
აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შედეგად, საქართველოს რეგიონების მაცხოვრებლებს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში შემოტანილი საჩივრების განსახილველად აღარ დასჭირდებათ დედაქალაქში ჩამოსვლა, რაც მათ დანახარჯების შემცირებისა და დროის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს.
ინიციატივა ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც დავების განხილვის საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფაა.
ყოველ მომდევნო გასვლით სხდომას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კონკრეტული რეგიონიდან შემოსული საჩივრების რაოდენობის მიხედვით გამართავს.