Gulfood-ი კვების მრეწველობის სფეროში უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იმართება. გამოფენაზე წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 4500-ზე მეტი კომპანიის 20 000 ბრენდი, ხოლო დამთვალიერებელთა რაოდენობა 80 000-ს აღწევს. გამოფენა 23 თებერვალს გაიხსნა და 27 თებერვლამდე გაგრძელდა.
“ჩვენიკომპანიებიწელსპირველადმონაწილეობდნენგამოფენაზესაკუთარისტენდით,სადაცდაინტერესებულდამთვალიერებლებსსაშუალებაჰქონდათგაცნობოდნენ დადაეგემოვნებინათმარნეულისადაწყალიმარგებელისპროდუქცია.გამოფენაწარმატებულიგამოდგა,როგორცმარნეულისსასურსათოქარხნისთვის,ასევეწყალიმარგებელისთვის. 5 დღის განმავლობაშიმარგებელიჰოლდინგისსტენდს დაახლოებით40-მდექვეყნის300-ზემეტიდაინტერესებულიკომპანიის, მსხვილი სავაჭრო ქსელისა და საერთაშორისო სადისტრიბუციოკომპანიების წარმომადგენელიესტუმრა. თითოეულ მათგანთან ინდივიდუალური მოლაპარაკება გავმართეთ, გავცვალეთ საკონტაქტო ინფორმაცია; ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათთან ერთად სამომავლოპერსპექტივებისდაგეგმებისდასახვა,” – აღნიშნავს “მარნეულის სასურსათო ქარხნის” დირექტორი ირინა გაფრინდაშვილი.
23-27 თებერვლის განმავლობაში სტენდთან ვიზიტორების რაოდენობამ 1000 ადამიანს გადააჭარბა, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული პროდუქტი დაეგემოვნებინათ. “მარგებელი ჰოლდინგის” მიერ წარმოდგენილი პროდუქცია დიდი მოწონებით სარგებლობდა. “მარნეულის სასურსათო ქარხნის” ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ტრადიციულმა სოუსებმა და საწებლებმა, როგორიცაა აჯიკა, წითელი და მწვანე ტყემალი, ცოცხალი პომიდვრის საწებელი, პომიდვრის საწებელი. დამთვალიერებლები მოიხიბლნენ ასევე მარნეულის სასურსათო ქარხნის ტკბილეულით და მურაბების ფართო არჩევანით. განსაკუთრებით უცხო და საინტერესო აღმოჩნდა, კაკლის, საზამთროს და სამოთხის ვაშლის მურაბები.
კომპანია გამოფენაზე მონაწილეობას მომავალ წელსაც მიიღებს. “Gulfood 2015”, ისევ დუბაიში, უკვე 8-12 თებერვალს გაიმართება. (R)