ხელოვნების და არა მარტო ხელოვნების სფეროში, იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ეს სახელი და გვარი არ ექნება გაგონილი. ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა ჭეშმარიტების, სილამაზის, ეთგულების სადარაჯოზე.
რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე… საინტერესო ღონისძიებას გეგმავდა… არ შეძლებაზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ეს სიტყვა მისგან არავის გაუგონია. შეეძლო თუ არა, იდგა სცენაზე, მისი აღსაზრდელების გვერდით… დარსა და ავდარში, ქუჩასა თუ თეატრში.
ამიტომაც იყო, რომ მის შემოქმედებას ყოველთვის ერთი სიტყვით აფასებდნენ _ პროფესიონალი! სწორედ ამ პროფესიონალმა ადამიანმა მოირაა ფეხდაფეხ მთელი გურია და ძველი გურული ცეკვები აღადგინა. 2012 წლის 17 აპრილს ოზურგეთის დრამატული თეატრის წინ ჯუმბერ დუნდუას ვარსკვლაევი გაუხსნეს.
მის მოღვაწეობაზე იმდენი რამის თქმა შეიძლება, რომ ეს გაზეთი ვერ დაიტევს. ამიტომ, ახლა ასე დავასრულებ _ ჯუმბერ დუნდუა _ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, კულტურის ამაგდარის წოდების მფლობელი; ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვებული… და მოლკედ, დიდი ადამიანი, რომელიც არამარტო გურიას, არამედ მთელ ქვეყანას დააკლდება!
“გურია ნიუსის” რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს ბატონი ჯუმბერის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს!
Developed By Web Features 2024 © All rights reserved