გეგმის განხორციელების შემდეგ, გაზიფიცირებული იქნება დამატებით 252 სოფელი და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაში ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგს თავად სამინისტრო განახორციელებს, ამასთან დეტალური ინფორმაცია იმ სოფლების შესახებ, სადაც გაზიფიცირება იგეგმება, ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსდება.
2013 წელს დაგეგმილი გაზიფიცირების სამუშაოები რეგიონების მიხედვით
აჭარა – 2450 აბონენტი; გურია – 4545 აბონენტი;იმერეთი – 25 428 აბონენტი; კახეთი – 6579 აბონენტი; მცხეთა-მთიანეთი – 3671 აბონენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 17 277 აბონენტი; სამცხე-ჯავახეთი – 9782 აბონენტი; ქვემო ქართლი – 9868 აბონენტი; შიდა ქართლი – 6589 აბონენტი. სულ – 86 189 აბონენტი.