სატრანსპორტო საშუალებას თურქეთის მოქალაქე ემირ მ. მართავდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ეჭვის საფუძველზე, ავტობუსისა და მგზავრების დეტალური დათვალიერება განხორციელდა.
ბარგის დათვალიერების შედეგად, საბარგულში არსებულ ერთ-ერთ მუყაოს ყუთში ნარკოტიკული საშუალება OPIUM – 80 აბი, ფსიქოტროპული საშუალება NUX-VOMICA- 80 აბი და, ასევე, ფსიქოტროპული საშუალებაKETILEPT – 60 აბი გამოვლინდა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შსს კრიმინალურ პოლიციას გადაეცა.