პარლამენტარის გიგი წერეთლის განცხადებით ეს პოლიტიკური მოტივით მიღებული გადაწყვეტილებაა და გაუგებარია მიზეზი რატომ გადაწყვიტა პროკურატურამ მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის დაკავება მაშინ, როცა ორივე გამოძიებასთან თანამშრომლობდა. წერეთლის განცხადებით სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ შეადგენენ სტრატეგიას თუ როგორ იმოქმედებენ. მიხეილ მაჭავარიანი კი „ნაცმოძრაობის“ ლიდერების დაკავების მიზეზებს აბსურდულს უწოდებს. მისივე განცხადებით ხელისუფლებამ ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ომი წამოიწყო.