“ყველამ, როგორც ვხვდები შეიტყო სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ. ის გარემო, რომელშიც სასამართლოს დღეს გადაწყვეტილების მიღება მოუწია, არანორმალური იყო.
გარდა ამისა, ნაპოვნი იყო შამფურის “შტირები”, რომელიც ციხეში გამოიყენება ძირითადად. ზეწოლა ხდებოდა ქუთაისის სასამართლოზე და რაც მოვისმინეთ ბრალი, სასამართლოს სხვა გზა არ დარჩა, იმის გარდა, რა გადაწყვეტილებაც გამოიტანა. ბრალი იყო უსუსური, ვინაიდან თავად პროკურორები აღნიშნავდნენ, რომ კავშირების გამო შეიძლებოდა ვანო მერაბიშვილს საზღვარი დაეტოვებინა, მაშინ როდესაც მან ოთხჯერ გადაკვეთა და გადმოკვეთა საზღვარი ისე, რომ ქვეყანა არ დაუტოვებია”. _ განაცხადა საყვარელიძემ.