ხატს 23 მაისს, 19:00 საათზე ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ჩამოაბრძანებენ, შემდეგ კი ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული. ტაძარში პარაკლისს ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე აღავლენს.
ხატის მობრძანებას დაესწრებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის სხვადასხვა ქალაქების მცხოვრებლები.
აღსანიშნავია, რომ ხატის ასლი ათონზე მოღვაწე ბერების მიერ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით არის შესრულებული.