ხოლო კახეთის გუბერნატორს, ზურაბ ჭიაბერაშვილს გირაოს სახით 20 ათასი ლარი შეუფარდა. მერაბიშვილი გვიან ღამით თბილისში გადმოიყვანეს და ამჟამად მე-9 საპყრობილეში იმყოფება, ჭიაბერაშვილი კი დღეს დატოვებს ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს იზოლატორს.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა სასამართლოს გადაწყვეტილება, მოძრაობა “პატრიოტებმა” ინტერნეტში ელექტრონული ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, ამისთვის მათ ინტერნეტსივრცეში სპეციალური გვერდიც კი გახსნეს _ “ჩვენ თავდებში ვუდგებით ვანო მერაბიშვილს!”
“გურია ნიუსი” ამ თემაზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს, ზაზა გაბუნიას ესაუბრა.
ზაზა გაბუნია: “მოსამართლის გადაწყვეტილება გაბედული და სამართლიანია. სააკაშვილის და მისი დამქაშ-მხარდამჭრების ქცევა კი არაბუნებრივი, უადგილო. ვის გათავისუფლებას ითხოვენ _ ძალადობასა და მკვლელობაში, მიმტაცებლობასა და უსამართლობაში საზოგადოებისგან ბრალდებულის? ეს არასერიოზულია და აჩვენებს რამდენად მოწყდნენ ხალხს და სინამდვილეს.
აქვე მინდა გამოვეხმაურო გიგი უგულავას განცხადებას და ვკითხო მას _ მერაბიშვილის გზაა თავისუფლების გზა?!
ნაციონალების ციხეზე გადის არა თავისუფლების, არამედ მკვლელობის, ძალადობის, საკუთრების წართმევის, კორუფციის, ფინანსური მაქინაციების გზა და მან სამართლიანად აღნიშნა, რომ იმავე გზას შესაძლოა, თავადაც გაუდგეს, როგორც უსამართლო მმართველი.
კიდევ ერთი დეტალი _ მერაბიშვილის დაკავებით ბევრმა ამოისუნთქა “ნაციონალურ მოძრაობაში”, განსაკუთრებით ამ პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ახალმა თაობამ, რომელთათვისაც მერაბიშვილი პრობლემა იყო. სხვათაშორის, ეს შესამჩნევი იყო გუშინ მთელი დღის მანძილზე, როცა ეს ადამიანები სოციალურ ქსელებში სოლიდარობის ნიშნად ათავსებდნენ ჭიაბერაშვილის და არა მერაბიშვილის ფოტოებს.”
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა გიგი უგულავამ აეროპორტში კომენტარი გააკეთა: “თუ თავისუფლების გზა გადის ციხეზე, ბევრად უფრო მეტი გამოწვევისთვის გაგვიძლია ამ წლების განმავლობაში, ციხე იმასთან შედარებით არაფერია”.
უგულავამ აქვე დასძინა, რომ არ გამორიცხავს, თუ ხვალ სხვას და ზეგ მასაც მერაბიშვილის გზას გაუყენებენ.