დისკუსიაში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. მონაწილეთა განცხადებით, დეცენტრალიზაციის საკითხი და ახალი კანონმდებლობა ამ კუთხით მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყნის სამომავლო გეგმებსა და რეგიონებში განვითარებულ პროცესს.
“ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონმდებლობის შეცვლა და ისეთი თვითმმართველობის რეალურად დანერგვა, რასაც ჰქვია დეცენტრალიზაცია, რომელიც უნდა გახორციელდეს არამარტო ქალაქის, არამედ ყველა სოფლის დონეზე. დღეს ქუთაისში მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა, მოგვეცა შესაძლებლობა USAID-თან გვესაუბრა ამ საკითხზე. პასუხები გაგვცეს იმ ჯგუფის წევრებმა, რომლებიც მუშაობენ უშუალოდ ამ კანონმდებლობის შეცვლაზე. ვფიქრობ, ასეთი განხილვები უფრო სრულყოფილს გახდის კანონს ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ,”_ განაცხადა ქუთაისის საკრებულოს წევრმა მამუკა მღვდელაძემ.
საჯარო დისკუსია და შეხვედრის დეტალები ბოლოს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორმა, სტივ ჰაიკინმა შეაჯამა.