დილიდან სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარში, სადაც თავად წმინდა სვიმონ კანანელის ხატია დაბრძანებული, მღვდელმსახურებმა წირვა-ლოცვა აღავლინეს.
_ სვიმონ კანანელის ხატი ათონის მთაზე, ათონის მთის ბერებმა სპეციალურად ჩვენთვის დაწერეს. ფასდაუდებელი ხატია ეს ჩვენთვის, _ გვითხრა დეკანოზმა საბა ჟღენტმა.
ტაძარი, უკვე სამი წელია, რაც ფუნქციონირებს, მისი წინამძღოლი მამა გაბრიელ ლომაძეა. ტაძრის დღესასწაულს ადგილობრივებმა ნათლობაც დაამთხვიეს, წირვა-ლოცვის შემდეგ კი ლიტანიობა ჩატარდა.