შეგახსენებთ, რომ მანჩინი “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან 13 მაისს გაათავისუფლეს. თუმცა, მორატიმ განაცხადა, რომ 48 წლის იტალიელი მწვრთნელი, რომელმაც ინტერი 3-ჯერ გააჩემპიონა და იტალიის თასი ორჯერ მოაგებინა, შესაძლოა, კვლად დაბრუნდეს ’სან სიროზე”.
“მანჩინი კანდიდატურა ინტერში? ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია,” _ უთხრა მორატიმ Football Italia-ს.
მორატი, რომელმაც 18 წლის განმავლობაში “ინტერს” 17 მწვრთნელი გამოუცვალა, უარყოფს ვალტერ მაცარის სავარაუდო კანდიდატურას:
“მაცარისთან კონტრაქტის გაფორმება არ შეესაბამება სიმართლეს. ეს, უბრალოდ, ჭორებია და არა სიმართლე,” _ აღნიშნა “ინტერის” პრეზიდენტმა.