_ 2003 წელს საქართველო არც დემოკრატიული იყო და არც სახელმწიფო. თუ არა უზადო დემოკრატიის, სახელმწიფოს შექმნამ მერაბიშვილის მხრებზე გადაიარა. ჩვენი ქვეყნისათვის იგი ალან დალესის თუ ედგარ ჰუვერის დონის ფიგურაა და ამას ვერც ერთი რაციონალური (მიუხედავად ასეთთა ნაკლებობისა) ოპონენტი ვერ უარყოფს. როდესაც ერთის მხრივ ეს არგუმენტია, მეორეს მხრივ კი ბრალდებები მისი დასაქმების პროგრამის ხარვეზებსა თუ შევარდნაძის დროინდელი ერთერთი ხაზინის ქურდის ჩამორთმეული სახლის შსს-ს ბიუჯეტიდან გარემონტებაზე, მაპატიეთ, მაგრამ ასეთი “კანონის უზენაესობის” დედაც ვატირე, _ აღნიშნავს დარჩიაშვილი.