აქციის ინიციატორია “იუვენილური ართრიტით დაავადებულ ბავშვთა მშობლების კავშირი”, რომელიც უკვე ორი წელია დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნავს.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაცია და გენეტიკური და იშვიათი დაავადებების ფონდი, აქციას ასევე დაესწრებიან დარგის სპეციალისიტები, ჟურნალისტები, ცნობადი სახეები და მოწვეული სხვა სტუმრები, რომლებიც თანადგომას უცხადებენ პატარებს.
ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგება: პირველ ეტაპზე იუვენული ართრიტით დაავადებულ ბავშვებთან ერთად მოწვეული სტუმრები კუს ტბას სიმბოლურად ფეხით შემოუვლიან, შემდეგ სტადიონზე პატარები რამდენიმე ნაწილად გაიყოფიან და ცნობად საახეებთან და თანატოლებთან ერთად ითამაშებენ კლასობანას, რეზინობანას, წრეში ბურთს და სხვა ყველასათვის საყვარელ თამაშებს, სხვადასხვა ფერის ცარცებით მოხატავენ ასფალტს.
დასასრულს ისინი გადაიღებენ სამახსოვრო ფოტოებს და მოწვეულ სტუმრებთან ერთად სურვილებით სავსე საჰაერო ბუშტებს ცაში ააფრენენ!