გახელაძის თქმით, ანგარიში პარლამენტში უკვე შესულია. რაც შეეხება მის საკანონმდებლო ორგანოში დაბარებას, მსგავსს რაიმეს არც მოქმედი კანონმდებლობა და არც „მაუწყებლის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს. ამის მიუხედავად, როგორც თავად ამბობს, პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოს პატივისცემის გამო მივიდა.
რაც შეეხება ანგარიშს, ის მაუწყებლის ფინანსურ საქმიანობას, მიმდინარე პროგრამებსა და საჩივრებს შეეხება.