_ ასეთი მოწოდებებით, დღეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე “ნაცმოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ქვეყანაში შერჩევითი სამართლის პრეცედენტი იქმნება, რაც სამომავლოდ ხელს შეუშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. აქციის მონაწილეები ვანო მერაბიშვილს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ “ნაცმოძრაობის” ლიდერი უკანონოდაა დაპატიმრებული.
“სასაცილოა, პოლიტიკური დევნის ფონზე მოხდა მათი დაკავება. წიწაკის სროლისა და იმის გამო, რომ ხალხი დაასაქმეს,” _ ამბობს აქციის მონაწილე ირაკლი გვალია.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია თევდორაძის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური დიქტატურის სუნი იგრძნობა: “ვანო მერაბიშვილი უკანონო პატიმარია. საქართველო არ არის რუსეთი, უკრაინა ან ჩრდილოეთ კორეა, სადაც მსგავსი რამ ყოველდღიურად ხდება. ჩვენ ძალიან ნათელ კონტურებს ვუყურებთ, რომ საქართველო პოლიტიკური დიქტატის ქვეშ ვითარდება,” _ აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ.