_ სხვადასხვა ფორმებში და ლამაზ კაბებში ჩაცმული პატარები ქალაქის ქუჩებში ჟრიამულობდნენ.
დილის 11 საათზე ღონისძიება დაიწყო _ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ბაღების აღსაზრდელები, ცეკვას სიმღერა ცვლიდა, სიმღერას _ ლექსი.
ჩვენ აბაშის სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორს დარეჯან ელიაძეს ვესაუბრეთ:
_ დღევანდელ ღონისძიებას ატარებს აბაშის სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულება. უკვე 7 წელზე მეტია, ჩვენ ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ ზეიმს ვატარებთ ღია ცის ქვეშ. მონაწილეობას იღებს რაიონის ყველა საბავშვო ბაღი. ბავშვები თავიანთ შემოქმედებას წარმოაჩენენ.
_ საჩუქრებს თუ მიიღებენ ბავშვები, ან უფასო ნაყინი თუ იქნება, როგორც სხვა ქალაქებში?
– დღეს ბავშვებს საჩუქრები არ აქვთ, რადგან სასწავლო წლის ბოლოს ვატარებთ პატარებში „ყველაზე ჭკვიანს“ და იქ გამარჯვებულები ჯილდოვდებიან. ღონისძიება ტარდება საკრებულოს მიერ სპეციალურად დამტკიცებული თანხით. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი და სამახსოვრო დღეა ჩვენი პატარებისთვის.
კონცერტის პარალელურად პარკში ბაღის ბავშვების ნახატები და პედაგოგების ხელნაკეთი ნივთები იყო გამოფენილი _ ყველა საბავშვო ბაღს თავისი კუთხე ჰქონდა.