მას გარეთ მხარდამჭერები ელოდებოდნენ. გუნავამ ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა ხდება, უპასუხა:
“არაფერი. უბრალოდ, ამათ თვითონ არ იციან, რაზე უნდა დაუძახონ კაცს. მე ოქმს ხელი არ მოვაწერე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იქ ჩემი აზრი არ ყოფილა დაფიქსირებული. პროკურატურას შეეშინდა. მე აღვნიშნე, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, რასაც ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა ახორციელებს _ კერძოდ, იუსტიციის მინისტრი და შს მინისტრი. რა თქმა უნდა მათ ამის დაფიქსირება არ უნდოდათ, არ ჩაწერეს. ძალიან მთხოვდნენ, რომ ეს არ ჩამეწერა ჩვენებაში და სხვა რაღაცაზე მომეწერა ხელი. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, თვითონ კი რამდენიც უნდათ წერონ და იკითხონ. იმ საქმეზე, რაზეც დამიბარეს, ადრეც გავეცი ამომწურავი პასუხები. კიდევ ერთხელ ვაცხადებ _ ეს არის პოლიტიკური დევნა, უნდათ, როგორმე შეგვაშინოს, დაგვაჩოქონ და გააჩერონ სამეგრელოში მოძრაობა, რასაც ვერ მიაღწევენ. თვითონ არიან მშიშრები და იმიტომ.”
პროკურატურასთან შეკრებილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, თუმცა, “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში მოსვლისთვის ისევ იბრძოლებს, მათ ვერავინ შეაშინებს და ვერ გააჩერებს.
გუნავამ მხარდამჭერებთან ერთად დატოვა პროკურატურის მიმდებარე ტერიტორია.