შეხვედრა მასმედიისთვის დახურული აღმოჩნდა. შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ კომენტარები გააკეთეს. მათი განცხადებით, შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა, გიორგი უკლებამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო ქალაქის სტატუსზე, რომ ქუთაისი დარჩეს საქართველოს მეორე დედაქალაქად და ასევე საპარლამენტო ქალაქად.
მისივე თქმით, ახალდანიშნული მერისა და მათი შეხედულებები რაღაც საკითხებში დაემთხვა.
_ ვიმედოვნებთ, რომ საქმიანი და შედეგიანი ურთიერთობა გვექნება, _ თქვა გიორგი უკლებამ.
თავად კოპალიანმა დღევანდელ შეხვედრას მეგობრული უწოდა.
_ ეს იყო გაცნობითი შეხვედრა და ვისაუბრეთ საქმეზე, _ გვითხრა დიმიტრი კოპალიანმა.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე, შეხვედრაზე ისაუბრეს თუ არა მერიაში კადრების შემცირებაზე, გიორგი უკლებამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქალაქის მერს ამი შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.