_ ჩვენ გვაინტერესებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია რაში სჭირდება ეს მასალები. ვთვლით, რომ ეს მასალები რაც ინახება სამინისტროში, უნდა განადგურდეს. თუ რომელიმე ვიდეო მასალა მოპოვებულია კანონიერად, მაშინ ეს მასალები უნდა დახარისხდეს. ასევე ჩვენ გვაინტერესებს ვინ იქნებიან ის პიროვნებები, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ამ არქივთან დაკავშირებით და ვის უნდა მივმართოთ ჩვენ, – გვითხრა გია გვილავამ.