ამჯერად ბექა რეაბილიტაციის კურსს გადის, რაც კიდევ უფრო მეტ ხარჯს მოითხოვს, ამის საშუალება კი ოჯახს არ აქვს.
ბექას დახმარების მიზნით, სოფელ ჯვარცხმის საჯარო სკოლა აწყობს საქველმოქმედო კონცერტს _ “ჩვენ ვეხმარებით თანატოლს”: “ამ საქველმოქმედო კონცერტის შესახებ შევატყობინეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ყველა საჯარო სკოლასა და ორგანიზაციას. იმედი გვაქვს, რომ კეთილი ადამიანების გვერდში დგომით შევძლებთ ბექას დახმარებას,” _ გვითხრა ჯვარცხმის საჯარო სკოლის დირექტორმა, მალვინა ოსეფაიშვილმა.