https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“სახალხო თეატრს თავისი პეწი აქვს”

7:06; 18.06.2013
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ ბატონო ზაზა, თეატრების შესახებ ახალმა კანონპროექტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თქვენ, როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი, რას იტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით?

_ აღნიშნულ კანონპროექტში ცვლილებები შევიდა, მათ შორის, ჩემი ინიციატივითაც; რამდენიმე საკითხი ზუსტდება. საერთოდ; უნივერსალური კანონი არ არსებობს. თეატრის გადატვირთული კანონებით მართვა ძალიან ძნელია. თეატრი ხომ პოეზიასთანაა წილნაყარი. მას აუცილებლად თავისუფლება და, რაც მთავარია, ნიჭიერება სჭირდება. რა თქმა უნდა, კანონი მისაღებია, იმიტომ, რომ თეატრში ქაოსი არ იყოს. თეატრებმა უნდა შეძლონ და მოახერხონ მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე. მართალია, ინტრიგებს მთლიანად ვერ აღმოფხვრი, მაგრამ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ და პროფესიონალიზმის ამაღლებაზე ვიზრუნოთ. მოგეხსენებათ, საქართველოში, გარდა თბილისისა, როგორი ძლიერი თეატრები იყო _ ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ოზურგეთის, მათ შორის, სახალხო თეატრები, ჩოხატაურის სახალხო თეატრიც, რომელსაც მდიდარი თეატრალური ტრადიციები გააჩნია, მათ რიცხვში შედიოდა. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი ხელშეწყობა. მაგრამ თეატრებმა თავიანთი ბედის “განკარგვაში” აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ. ახალი კანონპროექტის მიხედვით, თეატრები აირჩევენ სამხატვრო საბჭოს. საბჭო კენჭისყრის შედეგად გამოავლენს ხელმძღვანელის კანდიდატურას, რომელიც, თავის მხრივ, სამინისტროსთან არსებულ საბჭოსთან შეთანხმების საფუძველზე, დანიშნავს სამხატვრო ხელმძღვანელს.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პროფესიით რეჟისორი უნდა იყოს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თეატრის ისტორიას, მის სახეს და სტილისტიკას ქმნიან რეჟისორები. დანარჩენი _ იქნება ეს დრამატურგი, მსახიობი, მხატვარი, კომპოზიტორი და ა.შ. რეჟისორთან ერთად ქმნის იმ საოცრებას, რასაც თეატრი ჰქვია. თეატრს უყვარს და სჭირდება პროფესიონალები, იმიტომ, რომ იყოს დიდი კონკურენცია, რის შედეგადაც მივიღებთ მძლავრ შემოქმედებით კოლექტივს. სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრის დირექტორის კანდიდატურას წარუდგენს დასს და სამხატვრო საბჭოს, თუ ისინი შეთანხმდებიან, შემდეგ შერჩეული კანდიდატურა კვლავ მინისტრს მიეწოდება და ის დანიშნავს.

_ დაწყებულია სოფლის განვითარების პროგრამების გახორციელება. თუ არის გათვალისწინებული ამ პროგრამაში კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარების ხელშეწყობა?

_ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ამ საკითხს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმოს და კანონში გათვალისწინებულ იქნას კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების სათანადო ხელშეწყობა. მაღალ დონეზე უნდა მოხდეს სოფლისა თუ დაბის ინფრასტრუქტურის განვითარება. ჩვენი კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ვანო კიღურაძე, ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი, ხშირად იხსენებს თავის ბავშვობას, იგი საოცრად ნათლად და ლამაზად ჰყვება თავის სოფელზე, დიდი სითბოთი იხსენებს, თუ როგორი საოცარი პედაგოგები ჰყავდა, ასევე იხსენებს იმ წიგნებს, რომელი წიგნებითაც ისინი ასწავლიდნენ. მისი დიდი სურვილია, სოფელმა თავისი სახე დაიბრუნოს. რომ ყველა სოფელში იყოს კლუბი, ბიბლიოთეკა, ბაღი, სკოლა, კულტურულ-სპორტული მოედნები, ეს ყველაფერი სამომავლოდ მაღალი სტანდარტების სახით უნდა აღდგეს, რაც ხელს შეუწყობს მიგრაციის შეჩერებას. თავად ბატონი ვანო ხომ ჩოხატაურში, სოფელ ხიდისთავში აღიზარდა, იქ დაამთავრა სკოლა მე ამ კუთხისადმი უდიდესი პატივისცემით ვარ გამსჭვალული, რამეთუ აქ ჩამოყალიბდა ბატონი ვანო კიღურაძე, როგორც მაღალი სულის პიროვნება. გაოცებული ვარ, როგორ შეინარჩუნა მან ასეთი სისუფთავე, ასეთი სხარტი აზროვნება, როგორ შეიძინა ასეთი განათლება. იგი სამართლიანად და პატიოსნად ემსახურება თავის სამშობლოს და, სწორედ, ეს თემებია მისი საწუხარი, რომელსაც იმედია, სათანადო რეაგირება მოჰყვება.

_ იყო დრო, როცა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაკებს უპროცენტო სესხი ეძლეოდათ და მისი გადახდა იწყებოდა სესხის აღებიდან 5 წლის შემდეგ, კარგი იქნება საქართველოს პარლამენტი თუ გაითვალისწინებს და მწირი შემოსავლების მქონე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ უპროცენტო ან შეღავათიანი სესხებით.

_ საინვესტიციო გარემოს მოწესრიგებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ეს პრობლემებიც თავისთავად მოწესრიგდება. უპირველესად, უნდა გაჩნდეს სამუშაო ადგილები, უნდა გაჩნდეს ის ბაზარი, სადაც ჩვენი ნაშრომი უნდა გავიტანოთ და გარკვეული ადგილი დავიმკვიდროთ. მჯერა, აუცილებლად ამუშავდება ის მექანიზმი, რომელიც ხალხს შვებას მოუტანს.

_ ამბობენ, ჩვენი წამყვანი თეატრების სპექტაკლებს უცხოელი მაყურებელი უფრო კარგად იცნობს, ვიდრე რეგიონის მოსახლეობა. თეატრის მოყვარულთა სურვილია, ტელევიზიის საშუალებით სისტემატურად აჩვენონ პროფესიული თეატრების სპექტაკლები, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში თეატრისადმი კიდევ უფრო მეტ დაინტერესებას და სიყვარულის გაღვივებას.

_ რუსთაველის თეატრი სისტემატურად ატარებს რეგიონებში სპექტაკლებს, ჩვენ თითქმის მთელი საქართველო გვაქვს შემოვლილი. თუ სადმე ვერ ჩავედით, ეს გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ ამა თუ იმ რაიონში, სცენა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს ტექნიკურად გამართული სპექტაკლის ჩვენება. თუ ტექნიკურად ვერ მოხერხდა სპექტაკლის აგება, ისე, როგორც საჭიროა, ამ შემთხვევაში, სპექტაკლი კარგავს თავის სახეს. მე ვიცი, რომ ჩოხატაურში მალე დაიწყება კულტურის სახლის მშენებლობა. გპირდებით, რომ ახალი კულტურის სახლის სცენაზე რუსთაველის თეატრი აუცილებლად წარდგება ჩოხატაურელი მაყურებლის წინაშე. რაც შეეხება ტელევიზიის საშუალებით სპექტაკლების ჩვენებას, მე ვფიქრობ, პირველი არხი ამ საქმეს არც თუ ურიგოდ ემსახურება. რა თქმა უნდა, სხვა არხები თუ მეტ დროს დაუთმობენ ქართულ თეატრს, მისასალმებელი იქნება. მაგრამ, მოგეხსენებათ, კერძო ტელეკომპანიები ძირითადად თავად ადგენენ სატელევიზიო გადაცემების პროგრამას.

_ რეგიონულ თეატრებში აუცილებლობას წარმოადგენს მასტერკლასების ჩატარება, ყურადღების მიქცევას განსაკუთრებით სახალხო თეატრები საჭიროებს.

_ მასტერკლასების ჩატარება აუცილებელია, იმიტომ, რომ თეატრის მოყვარულებმა უფრო მაღალ დონეზე წარმოადგინონ სპექტაკლები. სახალხო თეატრებს საქართველოში ძალიან დიდი ტრადიცია აქვთ. სახალხო თეატრს თავისი პეწი აქვს, მასში მეტი თავისუფლებაა, ასეთი სახის თეატრები ხალხის წიაღშია შობილი. აქ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს საშუალება აქვთ, გამოავლინონ თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები. ისინი ინდივიდუალური გამომსახველობითი საშუალებებით ახერხებენ პერსონაჟის წარმოჩენას. თავისებური, გმირის სულიერ სამყაროში წვდომის უშუალო მიდგომა აქვთ. მე ვიტყოდი, რომ სახალხო თეატრები პროფესიული თეატრებისთვის დამხმარეც კია. ჩვენ ხშირად უნდა ვნახოთ მათი სპექტაკლები, იმიტომ, რომ ისინი ბევრ ისეთ რამეს გვაჩვენებენ და გვაგრძნობინებენ, რომელიც ჩვენ შეიძლება, გამოგვრჩეს. არაჩვეულებრივი მომენტია და მისაბაძია, როცა ადამიანი დღისით ყანაში მუშაობს და საღამოთი სპექტაკლში ითამაშებს და მაყურებელს ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს. მინდა, იცოდეს ჩოხატაურის სახალხო თეატრის მესვეურებმა, რომ ნებისმიერ დროს მათ გვერდით ვარ.

_ ბატონო ზაზა, როგორ ფიქრობთ, სწორი არჩევანი გააკეთეთ, პოლიტიკაში რომ წახვედით?

_ საერთოდ ეს გადაწყვეტილება მაშინ მივიღე, როცა ქვეყნის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. თუ კი ხელოვანი არ ლაპარაკობს სიმართლეს, თუ კი ვერ გრძნობს ქვეყნის მაჯისცემას, მაშინ ვერაფერ ჭეშმარიტებას ვერ შეიგრძნობს. ხელოვნება აცნობს საზოგადოებას, თუ რა პოტენცია და ენერგია აქვს ამ ქვეყანას. თუ კი ხელოვანი ადამიანი არ ამოიღებს ხმას და არ იტყვის სიმართლეს, მაშინ ხალხსაც იმედი დაეკარგება. პოლიტიკა დღეს ჩემთვის ასე ჟღერს _ ეს არის ქვეყნისთვის მსახურება და არა რაღაც თანამდებობაზე ყოფნა. თუ ასე არ იფიქრებ, მაშინ დამარცხდები. ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ამ მსახურებას თავი გავართვათ. ჩვენი საქმიანობა უპირველესად ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ უნდა იყოს მიმართული.

_ როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტი მეცენატობის კანონზეც მუშაობს…

_ საერთოდ, საქართველოში მეცენატები ოდითგანვე აკეთებდნენ კეთილშობილურ საქმეებს. ამჯერად, ორგანულ კანონში აუცილებლად შევა ცვლილებები და, რაც მთავარია, აუცილებლად მივიღებთ მეცენატობის კანონსაც, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ აქტიურად დავეხმაროთ, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების თეატრებს და საერთოდ, ხელოვან ადამიანებს.

_ ამბობენ, პოლიტიკოსები გარდასახვის ისეთი უნარით არიან დაჯილდოებული, რომ ბევრ მსახიობს შეშურდებაო…

_ მე ვაკვირდები ბევრ პოლიტიკოსს და რაც შეეხება მათ არტისტულ მონაცემებს, ვფიქრობ, საკმაოდ უნიჭოები არიან. შექსპირი ამბობდა: “თეატრი ცხოვრებაა” და აქედან გამომდინარე, ცხოვრება ადამიანის სულიერი მდგომარეობის გამომხატველია, ეს არტისტიზმია. ძალიან ბევრი პოლიტიკოსი კეკლუცობს და უნდა, განავითაროს არტისტიზმი, მაგრამ ზოგს გამოუდის, ზოგს _ არა. საერთოდ, გარდასახვა ყველა პროფესიის ადამიანს სჭირდება.

_ თეატრი თუ გენატრებათ და გარკვეული დროის შემდეგ აპირებთ თუ არა კვლავ დაუბრუნდეთ სცენას, თქვენ ხომ წარმატებული მსახიობი ხართ, რომელსაც მრავალი თაყვანისმცემელი ჰყავს?

_ თეატრიდან არც წავსულვარ, შაბათ-კვირას სპექტაკლებში ვმონაწილეობ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ მაყურებლებს, რომლებიც მელოდებიან, სალაროებში კითხულობენ, მე როდის ვთამაშობ. ერთი სიტყვით, თეატრს არ მოვშორებივარ. სამომავლოდაც მაქვს რაღაც გეგმები, რომელსაც ჯერ ვერ გაგიმხელთ…

_ სამომავლოდ თუ ექნება მაყურებელს საშუალება, კვლავ იხილოს თქვენი ჰამლეტი?

_ ჰამლეტს 9 წელი ვთამაშობდი. მის აღდგენაზეც ვფიქრობ. მართალია, წონაში მოვიმატე, მაგრამ აუცილებლად ჩავდგები ფორმაში და ვნახოთ, მომავალი წლიდან შევეცდები, ამ როლზე ვიმუშაო და კვლავ წარვდგე ჩემი საყვარელი მაყურებლის წინაშე.

_ და ბოლოს, რას ეტყვით გურულებს?

_ ძალიან მიყვარს გურია და გურულები. პარლამენტში ჩემს გვერდით სხედან გურული დეპუტატები თემურ ჩხაიძე და თემურ ჭკუასელი, რომელთა მიმართ დიდი პატივისცემით ვარ გამსჭვალული. ჩემს მსახიობად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის წარმოშობით ჩოხატაურელ ქალბატონს, გულსუნდა სიხარულიძეს. მისი დიდი მადლიერი ვარ, რომ ჩემში აღმოაჩინა ისეთი რამ, რის შესახებაც მე თვითონაც არ ვიცოდი. ბედნიერებაა, როცა შენ გვერდით აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც დაგანახებს, თუ რა შეგიძლია. დიდი სკოლა იყო მის მიერ ჩატარებული 14-საათიანი რეპეტიციები, როცა საკუთარი პროფესიისადმი სერიოზულ დამოკიდებულებასა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის ოსტატობას გვასწავლიდა. მიყვარს და მომწონს გურული სიმღერა, გურული სტუმართმოყვარეობა. გურულები ყოველთვის იყვნენ მეამბოხე ხალხი _ ვერ იტანდნენ ვერც ჩაგვრას, ვერც ტყუილსა და უსამართლობას. მჯერა, რომ ასევე გააგრძელებენ ცხოვრებას. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ეს მხარე. მინდა, იცოდეთ, რომ ნელა, მაგრამ წინ მივიწევთ!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28 დეკემბერი, 2025
კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20 დეკემბერი, 2025
კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

09:37; 7 დეკემბერი, 2025
კულტურა

„საინტერესო, განსხვავებული გამოფენა“:  გურული მხატვრები საშემოდგომო მოლბერტთან

22:21; 1 დეკემბერი, 2025

ჟურნალისტის მიმართ მუქარის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

ჩოხატაურში რუსეთის მოქალაქე გარდაიცვალა

ყველა სიახლე

ფინანსები

ოქრო ერთ წელში 64%-ით გაძვირდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში

16:07; 4.01.2026
საზოგადოება

ცნობილია, ვინ აიღებს ამ თვეში მომატებულ ხელფასს

16:02; 4.01.2026
საზოგადოება

4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა

15:49; 4.01.2026
საზოგადოება

„ჭინჭრის ციების მსგავსი გამონაყარი, შეშუპება… შეიძლება ანაფილაქსიაც გამოიწვიოს” – ზაზა თელია

15:06; 4.01.2026
სამართალი

“ეზოს ჭიშკართან მიყვანილი ბავშვი მომიკლა!” _ რას წერს ავარიის შედეგად დაღუპული გოგოს და

14:30; 4.01.2026
საზოგადოება

ბი­ძი­ნა და ეკა­ტე­რი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი წერილს აქვეყნებენ

13:18; 4.01.2026
საზოგადოება

“რომ გადარჩენილიყო, ამ ამბავს გადაჰყვებოდა… ყველა იმ გოგოს ვტირით” – რას ჰყვებიან წერეთლის გამზირზე მომხდარი ავარიისას დაღუპულ ტაქსისტზე

13:14; 4.01.2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4.01.2026
საზოგადოება

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”– შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

10:51; 4.01.2026
საზოგადოება

გურული ისტორიები

10:21; 4.01.2026
საზოგადოება

კობახიძე – ქვეყნისთვის პატივია, რომ თავისუფლების მოპოვებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე ჩვენი საიმედო საყრდენი სწორედ მისი უწმინდესობის ილია მეორეს სიბრძნე და ლოცვა-კურთხევაა

10:13; 4.01.2026
ზაფრანი

ბედის ირონია

9:59; 4.01.2026
ზაფრანი

თემური და კურდღელი

9:47; 4.01.2026
ზაფრანი

საახალწლო „შემთხვევა“

9:43; 4.01.2026
ზაფრანი

აკაკის ცხენი, დიუმას სიგელი და ახალი წელი

9:39; 4.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო