2013 წლის 14, 15 და 16 ივნისს, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან საპატიმრო სასჯელისაგან გათავისუფლდა 1 ბრალდებული/მსჯავრდებული.
2013 წლის 16 ივნისის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა სულ 8701-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა, მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა, 431-მა მდედრობითი სქესის სრულწლოვანმა (№2 დაწესებულება _ 5, №3 დაწესებულება _ 4, №5 დაწესებულება _ 422) და 25-მა მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა (№8 დაწესებულება _ 6, №11 დაწესებულება _ 12, №17 დაწესებულება _ 6, №18 დაწესებულება _ 1) ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა.
დიაგრამებზე მოცემულია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ამნისტიის შედეგად საპატიმრო სასჯელისაგან გათავისუფლებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის ამსახველი სურათი დაწესებულებებისა და სქესობრივ-ასაკობრივი ჭრილის მიხედვით: