4 სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა, მათ შორის, ერთ-ერთი საბინაო სამსახურის ხელმძღვანელი კახა ხვარეშიაა.
მერიის თანამშრომლებმა დღესვე აქცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ თუ სამსახურიდან მათი გათავისუფლება არაკანონიერად მოხდება, მაშინ სამართლებრივ გზებს მიმართავენ და საკუთარ უფლებებს სასამართლოს მეშვეობით დაიცავენ.
აღნიშნულ ფაქტზე პასუხი აქვს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, თენგო თოფურიძეს. მისი განცხადებით, ერთი თვის წინ გამოცხადებული რეორგანიზაცია დღეს შევიდა ძალაში და ყველაფერი სამართლებრივად ხდება.
“მიმდინარე წლის 17 მაისს, ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, რეორგანიზაცია გამოცხადდა. მერიაში დასაქმებულებს მიეცათ გაფრთხილება და ამ გაფრთხილებიდან გავიდა ერთი თვე. მერს აქვს უფლება თავისუფლად მოახდინოს რეორგანიზაცია მერიაში. 800-ზე მეტი თანამშრომელი თანამშრომელი იყო. დიდი მცდელობით ეს რიცხვი 765 ადამიანამდე დავიყვანეთ. შემცირება არ იქნება კანონშეუსაბამო. ის ადამიანები, რომლებიც მე დღეს მოღალატეს მეძახიან, ჩემი მეგობრები არასდროს ყოფილან და არც არასდროს ვყოფილვარ მათი გუნდის წევრი,” _ განაცხადა ქუთაისის მერიის, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა თენგო თოფურიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია ერთი თვის უკან გამოცხადდა, რომლის თანახმად, სამხედრო საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა ზაუტაშვილმა, შესყიდვების სამსახურის უფროსმა ანდრო მაღლაკელიძემ, საბინაო სამსახურის უფროსმა კახა ხვარეშიამ და ადმინისტრაციული სამსახურის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ზაზა სულაძემ თანამდებობები დღეს დატოვეს. ასევე რეორგანიზაციის მიხედვით გარკვეულ სამსახურებს ფუნქციები დაემატებათ.