და ფიზიკის მასწავლებელი ვაჟა ესართია სამინისტროს მიერ ახლადდაწესებული ჯილდო “ამაგდარით” დააჯილდოვა.
გიორგი მარგველაშვილი: “მინდა კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო და მადლობა ვუთხრა იმ გამორჩეულ ადამიანებს, რომლებიც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ქმნიან მაგალითს და მიმართულებას აძლევენ ახალგაზრდობას, რომლისკენაც მათ უნდა იმოძრაონ. დღეს ასეთი ადამიანი არის ვაჟა ესართია, ფიზიკოსი, რომელიც ამ სკოლაში უკვე 59 წელია მოღვაწეობს და ეს დარბაზი სულ მისი აღსაზრდელებით არის გადაჭედილი. კიდევ ერთხელ მინდა საგანგებო მადლობა ვუთხრა ამ ღვაწლმოსილ ადამიანს. ახალი ჯილდო “ამაგდარი” არამარტო ამ ადამიანებისთვისაა, ძირითადში ახალგაზრდებისთვისაა, რომელთაც ეძლევათ შესაძლებლობა, ამ ადამიანებისგან მაგალითი აიღონ”.
თავის მხრივ, პედაგოგმა ვაჟა ესართიამ გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა. პედაგოგი ემოციებს ვერ ფარავდა.
ვაჟა ესართია: “დღევანდელი დღე, რიცხვი და საათი არის ძალიან დიდი ღირშესანიშნავი მომენტი. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს _ სკოლაში იმუშავე 59 წელი, ხარ 77 წლის და დღეს ფასდება შენი ნამოღვაწარი. დღეს შეჯამდა ყველა განვლილი წელი ერთად, რაც მე მომავალი თაობის აღზრდას მივუძღვენი და ყველაზე მეტად ჩემთვის სასიხარულოა ის, რომ ჩემი აღზრდილები ჩემთან ერთად იზიარებენ ამ დიდ სიხარულს.”
მინისტრთან ერთად, სკოლაში იმყოფებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა გოგია.
პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს განათლების მინისტრს უფასო სახელმძღვანელოებისთვის და განათლების სისტემაში დანერგილი სიახლეების გამო.
მასწავლებლებმა ჰკითხეს მინისტრს, ხომ არ იგეგმება ქართულ სკოლებში რუსული ენის სწავლების მხრივ სიახლეები, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ რუსული ენის სწავლების გაძლიერებისთვის საჭირო ფინანსები ამჟამად სახელმწიფოს არ აქვს.
“ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სხვა ერების კულტურას. კარგია, მეტი ენა ვიცოდეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ჩვენ ფინანსურ რესურსს რუსული ენის სწავლებაში ვერ ჩავდებთ”, _ განაცხადა მინისტრმა.