მისი განცხადებით, კადრები შემაშფოთებელი იყო და საჭიროა ამ ფაქტის სწრაფად გამოძიება.
“შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, აღნიშნული ფაქტი სწრაფად გამოიძიოს,” _ განაცხადა ელჩმა
ნორლანდის თქმით, გამოძიების დასრულებამდე შეუძლებელია, იმსჯელო ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს მომხდარის გამო, ან რა სასჯელი უნდა შეეფარდოს დამნაშავეს.
ამერიკის ელჩი 17 მაისის მოვლენებსაც გამოეხმაურა _ მისი განცხადებით, ამ დღეს გახორციელებული ფაქტების შემდეგ ყველამ კარგად დაინახა, რომ არავის სურს ქვეყანაში რამე ძალისმიერად ან ძალადობით გადაწყდეს.
რიჩარდ ნორლანდი ვიზიტის ფარგლებში დღეს ქუთაისის რამდენიმე სკოლას ეწვევა და მოგვიანებით, ქალაქის მერს დიმიტრი კოპალიანსაც შეხვდება.