_ ბატონო ბიძინა, ბატონო ირაკლი, დანაშაული რომლის გამოძიებასაც აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ წარმოადგენს ცალკეულ შემთხვევას, საქმე გვაქვს დანაშაულებრივ სისტემასთან რომელიც შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უშუალო მეთაურობით და რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები. ამ დანაშაულებრივმა სისტემამ გატეხა და დაამსხვრია ბევრი ქართული ოჯახი, მასობრივად ხდებოდა ადამიანთა გატაცება, უკანონოდ დაპატიმრება, წამება და გაუპატიურება. მიუხდავად მასობრივად ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისა ქართული საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის ერთი მცირე ნაწილი, ხოლო საერთაშორისო საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი არ არის ინფორმირებული ამის შესახებ, ამიტომ მოგიწოდებთ წამების და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრები მაიდენტიფიცირებელი ფრაგმენტების დაფარვით გამოქვეყნდეს რათა მთელ მსოფლიოს შეექმნას სრული წარმოდგენა რეჟიმის სისასტიკის და უკიდურესი სიბინძურის შესახებ, _ აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.