მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებები ხელს უშლის გამოძიების პროცესს და ზიანს აყენებს. მისივე თქმით, საჭიროა უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი.
“ძალიან სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ პრემიერს სჩვევია ასეთ მძიმე ფაქტებთან დაკავშირებით წინასწარ გარკვეული პოლიტიკური შეფასებების გაკეთება, რომლებიც მერე აღმოჩნდება, რომ საგამოძიებო პროცესს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია, არსებობს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი, არსებობს მთელი რიგი მოთხოვნები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს წაყენება და ამ შემთხვევაში პოლიტიკოსებმა მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი პოლიტიკური შეფასებისგან. ჩვენ ამიტომაც მოვითხოვთ საგამოძიებო კომისიას, რომ ეს თემა არ არის პოლიტიკური,” _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა
საქმე ეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს გამომცემლობა “სოფ შაუვასთან”, სადაც მან ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა არჩევნების შემდეგ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, პრემიერმა განაცხადა, რომ მას არ სურს სააკაშვილი დააპატიმრონ, თუმცა, გამორიცხული არაფერია, რადგან ის იყო პასუხისმგებელი პირი ქვეყანაში და იღებდა მთავარ გადაწყვეტილებებს.