14 ივლისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება.
როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი ამ ეტაპზე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ორი მამაკაცის და ერთი ქალის კანდიდატურა იხილება. გოგი ხელაძე, ალეკო სარიშვილი და ია ჩხაიძე.
ჩვენ სამივე მათგანთან გადავამოწმეთ ინფორმაცია და ვკითხეთ, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს.
გოგი ხელაძის თქმით, ამ ეტაპზე სრულ ინფორმაციას ვერ ფლობს:
"გულწრფელად გითხრათ, მეც არ ვიცი ჯერჯერობით რა მოხდა. ვერც ვუარყოფ და ვერც დავადასტურებ თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას."
ია ჩხაიძე: ჩემთვის მსგავსი ამბავი არავის არ უთქვამს და აქედან გამომდინარე კომენტარსაც ვერ გავაკეთებ.
ალეკო სარიშვილი ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.