ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე ლანჩხუთის # 61 საარჩევნო ოლქში, ერთი საჩივარი დაფიქსირდა.
# 01 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარეს საჩივრით მიმართეს.
"აღნიშნულ უბანზე დამკვირვებელს,შენიშვნის დაფიქსირება უნდოდა ჩანაწერთა წიგნში, რის უფლებაც არ მისცეს. თუმცა ამ წუთებში ეს პრობლემა აღმოფხვრილია კომისიის თავმჯდომარის მიერ", _ გვითხრა ლანჩხუთის #61 საოლქო-საარჩევნო კომისიის მდივანმა, თამარ ბისიეშვილმა.