ლანჩხუთის #61 საოლქოში, 8 საათზე, ყველა უბანი დარღვევის გარეშე დახურა.
ამ დროის მონაცემებით, ლანჩხუთში მცხოვრები 29 918 ამომრჩევლიდან, არჩევნებზე 15 593 პირი გამოცხადდა, რაც 52.12% შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პირველ ტურში დაფიქსირებული ამომრჩევლის 62%-სა, როგორ საოლქო კომისიის თავმჯდომარე ზვიად ნაკაიძე ამბობს, 52.12%-ც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი საჩივარი დაფიქსირდა.


































































