წინასწარი მონაცემებით დავით ნარმანია 73,31 %-ით ლიდერობს, ნიკა მელიას კი – 26,49 % მხარდაჭერა აქვს.
ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას განცხადებით, ამ დროისთვის დათვლილია თბილისის 727 უბნიდან 140 უბნის მონაცემები.
კოალიციის კანდიდატები ლიდერობენ თვითმმართველ ქალაქებსა და რაიონებშიც.






































































