ოზურგეთში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, ბეგლარ სიორიძის მხარდამჭერები მის გამარჯვებას ზეიმობენ.
წინასწარი მონაცემებით ქალაქ ოზურგეთში 7 735 ამომრჩეველი მოვიდა, ხმები კი უბნების მიხედვით ასე გადანაწილდა:
60/01 ზვანი-1: ბეგლარი სიორიძე _ 387, შოთა გოგიბერიძე _ 286, 60/2 ზვანი-2: ბეგლარ სიორიძე _ 394, შოთა გოგიბერიძე _ 196, 60/03 რ/ც საავადმყოფო: ბეგლარ სიორიძე _ 278, შოთა გოგიბერიძე _ 241, 60/04 მოიდინახე 1: ბეგლარ სიორიძე _ 365, შოთა გოგიბერიძე _ 304, 60/05 მოიდანახე 2: ბეგლარ სიორიძე _ 300, შოთა გოგიბერიძე _ 210, 60/06 ცენტრი 1: ბეგლარ სიორიძე _ 413, შოთა გოგიბერიძე _ 268, 60/07 ცენტრი 2: ბეგლარ სიორიძე _ 368, შოთა გოგიბერიძე _ 258, 60/08 სერი: ბეგლარ სიორიძე _ 397, შოთა გოგიბერიძე _ 355, 60/09 ლაშე 1: ბეგლარ სიორიძე _ 320, შოთა გოგიბერიძე _ 225, 60/10 ექადია: ბეგლარ სიორიძე _ 246, შოთა გოგიბერიძე _ 177, 60/55 ცენტრი 3: ბეგლარ სიორიძე _ 317, შოთა გოგიბერიძე -_ 178, 60/56 ლაშე 2: ბეგლარ სიორიძე _ 355, შოთა გოგიბერიძე _ 222, 60/57 ანასეული: ბეგლარ სიორიძე _ 277, შოთა გოგიბერიძე _ 187.
ამ წინასწარი მონაცემების თანახმად ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე გახდა.
ბეგლარ სიორიძემ მედიას უკვე გააკეთა პირველი კომენტარი: _ პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან გამიხარდა ეს გამარჯვება, რომელიც დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს ჩემი ამომრჩევლის წინაშე. ისინი დარწმუნდებიან, რომ ჩემს არჩევანში არ შეცდნენ. ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის! _ თქვა ბეგლარ სიორიძემ.







































































