ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცოფია გავრცელებული. როგორც "გურია ნიუსს" სამედიცინო ცენტრში უთხრეს, ოფიციალურად 4 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ერთი ძროხას აღმოაჩნდა, ხოლო 3 ძაღლს.
"იქნებ მიაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას. ამ თემის უყურადღებობა არ შეიძლება. რაიონში მაწანწალა ძაღლები დარბიან. ამას მაინც მიხედონ", _ ამბობენ ჩოხატაურელები ჩვენთან საუბრისას
"გურია ნიუსი" ამ თემაზე მუშაობს და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

































































