კურორტ ბახმაროში მყოფი დამსვენებლები დახმარებას ითხოვენ. ზღვის დონიდან 2250 მეტრზე მდებარე კურორტზე, სადაც ათასობით ადამიანი იმყოფება მაღაზიები დაკეტილია და ადამიანები პანიკაში არიან:
_ არცერთი მაღაზია არ მუშაობს. პურსაც ვერ ვყიდულობთ. დაგვეხმარეთ რაიმე, _ ამ ტექსტით „გურია ნიუსს“ რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა:
_ უკრაინიდან ჩამოვედი დასასვენებლად და მშიერი ვკვდები. ვერც პურს ვყიდულობ, ვერც საჭმელს. ეს რა ხდება. არ არსებობს ამ ქვეყანაში ვინმე ვინც ამ სიტუაციას მოაგვარებს? _ ამბობს ჩვენთან საუბრისას უკრაინელი ტურისტი.
როგორც გავარკვიეთ ამის მიზეზი მაღაზიების გაფიცვაა. იმის გამო, რომ კურორტზე ჯეოსელი ანძა გამორთულია, მაღაზიის მფლობელები სალარო აპარატს ვერ ამუშავებენ და შესაბამისად, მაღაზიები დაკეტილია.
„გურია ნიუსი“ დეტალებს ამ წუთებში არკვევს და დამატებით ინფორმაცის მალე მოგაწვდით.