"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელ მერაბ ჭანუყვაძეს, სამი მოადგილე ეყოლება:
ბიზნესმენი ალექსანდრე ყველაშვილი, გუბერნიის თანამშრომელი არჩილ ყაზაიშვილი და გიორგი ღურჯუმელიძე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, “ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. აღნიშნულ ინფორმაციას, თვითონ მერაბ ჭანუყვაძეც ადასტურებს.
გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კოტე შარაშენიძის მოადგილედ, 1 წელი და 7 თვე მუშაობდა.