საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 7 ახალი მინისტრის დასახელებისთანავე, ის პარლამენტს მათთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მიმართავს.
"როგორც კი ჩვენ გვექნება ახალი 7 მინისტრის სახელი და გვარი, მე მივმართავ საქართველოს პარლამენტს, მინისტრთა კაბინეტის ნდობის გამოცხადების თაობაზე. მინისტრების კანდიდატურების განხილვაში მონაწილეობა არ მიმიღია. მე არ წარვადგენ მინისტრებს, მე მხოლოდ ნდობის საკითხზე მივმართავ პარლამენტს. მინისტრების შერჩევა ჩემი საქმე არ არის, ეს არის პრემიერ-მინისტრის საქმე. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის დასახელებას, ეს ხდება მაშინ, როდესაც ახალი ხელისუფლების ფორმირება ხდება, მაგრამ ახლა ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაა და არა ხელისუფლების", _ განაცხადა პრეზიდენტმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე.