თბილისში, ნაძალადევის რაიონში 15 წლის მოზარდის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.
"გადავამოწმეთ ინფორმაცია და არ დასტურდება, რომ ნაძალადევში ვინმე მოკლეს", _ აცხადებენ პრესსამსახურში.
თუმცა, "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ნაძალადევში რამდენიმე საათის წინ 15 წლის ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
გარდაცვლილი გვარად მეტრეველია. მას სამი ჭრილობა, ცეცხლსასროლი იარაღით, საკუთარ სახლში მიაყენეს. მის გადარჩენას სამი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის არ გამოუძახებიათ, რის გამოც, 15 წლის მოზარდი სისხლისგან დაიცალა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ჩვენი ინფორმაციით, გვარად სხირტლაძეა.