გლდანის მე-3 მკრ-ის 84-ე კორპუსში, სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარის, ვეტერინარ ვახტანგ მამალაძისგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სამაშველო ოპერაცია ჩატარდა, რომელიც სადარბაზოს საჰაერო მილში ჩავარდნილი კნუტის გათავისუფლებას ისახავდა მიზნად.
სამაშველო ოპერაციაში ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის სპეციალური ბრიგადის ჩართვაც გახდა საჭირო. სწორედ ამის შემდეგ შეძლეს მაშველებამ კნუტის გადარჩენა.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად, კნუტი ჯანმრთელია, თუმცა დაუძლურებული, რადგან, სავარაუდოდ, რამოდენიმე დღე იმყოფებოდა უმწეო მდგომარეობაში.
შემდგომი მოვლის და ცხოველისთვის პატრონის მოძიების მიზნით, კნუტი ინიციატორს გადასცეს.