ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სიგუა, "კაზანტიპის" იმიტირებული ქვეყნის "პატარა პრეზიდენტმა", ნიკიტა I-მა, "კაზანტიპის" ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მიიწვია, წლიური ანაზღაურებით 100 00 ევრო.
ინფორმაციას ამის შესახებ, ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "ბიზნესკონტაქტის" ჟურნალისტი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ცნობისთვის, სიგუა თანამდებობას, ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებით, ოფიციალურად, 2014 წლის 4 აგვისტოს დატოვებს.
"გურია ნიუსი" "კაზანტიპის რესპუბლიკის" პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გიორგი სიგუასთვის ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შეთავაზება დაადასტურეს.
"გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ "კაზანტიპის რესპუბლიკის" ოფიციალურ გაცხადებას.
"რესპუბლიკა კაზანტიპის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი და 100 000 ევრო წლიური ანაზღაურებით – ეს შეთავაზება გიორგი სიგუამ რესპუბლიკა კაზანტიპის პრეზიდენტ ნიკიტა მარშუნოკისგან დღეს მიიღო.
ნიკიტა მარშუნოკი მიიჩნევს, რომ გიორგი სიგუა ერთ-ერთი ყველაძე ნიჭიერი და მიზანდასახული ადამიანია, ვინც კი ოდესმე სამთავრობო სტრუქტურებში შეხვედრია. მისივე განცხადებით, სიგუას ენერგიულობა, ნიჭი და შრომისმოყვარეობა არ შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს. მისი პოტენციალის გამოუყენებლობა უბრალოდ შეცდომა იქნება.
სწორედ ამიტომ, რესპუბლიკა კაზანტიპის ყველა მოქალაქის სახელით, გიორგი სიგუას ჩვენს მთავრობაში სამუშაოდ ვიწვევთ", _ განაცხადა ნიკიტა მარშუნოკმა.