დღეს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოიტანა დადგენილებები საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე, 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისა და ცემის ფაქტზე.
პროკურატურამ საქმეში ამხილა ამ დანაშაულის ორგანიზატორები, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ივანე მერაბიშვილი.
მიხეილ სააკაშვილი და ივანე მერაბიშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცენ.
საკანონმდებლო ორგანოში, უმცირესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ, მთავარი პროკურატურის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ბრალის წაყენებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
"ეს საქმე ცალსახად არის პოლიტიკურად მოტივირებული. მგონი ამაში ეჭვი არავის ეპარება. ამაზე არა მარტო ჩვენ ვსაუბროთ, არამედ ჩვენი პარტნიორებიც დასავლეთში. მეორე, ის რომ პრემიერმა წინასწარ იცის რა ხდება პროკურატურაში, კანონის დარღვევა.
უნდა იცოდეს, რომ მას არ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, პროკურატურაში რა ტიპის აქტივებზე რა მდგომარეობაა. როდესაც ის, ამას, წინასწარ ანონსებს, ამით ცხადყოფს რომ, მას აქვს ინფორმაცია, რაც არის კანონდარღვევა", _ განაცხადა ჯაფარიძემ.