"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის ვიცე-მერის პოსტზე, ახალარჩეული მერის, ბეგლარ სიორიძის მეგობარი, "ვითიბი" ბანკის ოზურგეთის ფილიალის მმართველი, ბიძინა სალუქვაძე განიხილება.
აღნიშნული პოსტი ჯერ კიდევ ვაკანტურია, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა საბოლოო არჩევანი ბიძინა სალუქვაძის კანდიდატურაზეა შეჩერებული.
"გურია ნიუსი" "ვითიბი" ბანკის ოზურგეთის ფილიალის მმართველს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.
_ მეც გავიგე ეს ინფორმაცია სხვადასხვა ადამიანებისგან, მაგრამ რეალობას არ შეეფერება. სიმართლე გითხრათ, ასე ოფიციალურად ეს საკითხი ბატონ ბეგისთან არ დასმულა, გულში თუ ფიქრობს მაგას, ისე კი ესიამოვნება კაცს. მქონდა ბეგისთან რამდენჯერმე შეხვედრა, მაგრამ სულ სხვა თემებზე.
_ ბატონო ბიძინა, როგორც ვიცით, საბოლოო არჩევანი თქვენს კანდიდატურაზეა შეჩერებული, თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ?
_ გააჩნია შემოთავაზება როგორი იქნება, მაგრამ მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს არ მოხდება.