თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ კომპანია outdoor.ge-ს წარმომადგენლები მონოპოლიაში დაადანაშაულა. როგორც კომპანიის წარმომადგენლებთან დღეს მერიაში გამართულ შეხვედრაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, კომპანიას დღეს სრული ბაზარი უჭირავს, რაც ნარმანიას თქმით, კონკურენციის პირობებს არღვევს.
"თამაშის წესებს განსაზღვრავთ თქვენ, იმ გვერდნახევრიანი აქტის საფუძველზე, რომელიც თქვენსა და მერიას შორის იყო გაფორმებული. იცოდით, რომ თქვენ ამ აქტით 100%-იანი ბაზრის მფლობელები ხდებოდით და ამას დათანხმდით", _ განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული აქტი თბილისის მერიას მუნიციპალური პოლიტიკის გატარებაში უშლის ხელს. დავით ნარმანია, მთავრობის წევრებთან ერთად, outdoor.ge-ს წარმომადგენლებს დღეს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
|