ინფორმაციას ამის შესახებ "გურია ნიუსთან" " ქართული ოცნების" იურიდიული სამსახურის უფროსი თედო კობახიძე ადასტურებს.
როგორც მან "გურია ნიუსთან " საუბრისას განაცხადა, "პარტიის სამდივნოში ხორციელდება სტრუქტურული ცვლილებები კერძოდ, შემოდის ახალი აღმასრულებელი მდივანი და აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს პარტიის დამფუძნებელი წევრი ზვიად ჯანყარაშვილი."
შეგახსენებთ, რომ ზვიად ჯანყარაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავია და ის შსს-ს გენინსპექციის ხელმძღვანელი იყო.