ძლიერი წვიმის შედაგად მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს. დაზიანებულია გზები, საცხოვრებელი სახლები და საყანე ფართობები. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის ინფორმაციით სოფელ სუფსაში, ნაგუზალოვების ხუთსულიანი ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა.
_ ნაგუზალოვების სახლი დაზიანებული იყო და წუხანდელი წვიმის შედეგად ჩამოიშალა, _ გვითხრა ურუშაძემ.
მისივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში დაზიანებული შიდა გზები და საყანე ფართობები