ქალაქ ოზურგეთში, დღეს, გადაუღებლად წვიმს. ადიდებულია მდინარე ბჟუჟი. ქუჩები დატბორილია.
ე.წ. "ზვანში", კიტა მეგრელიძის ქუჩის ბოლოში, ადიდებულმა მდინარემ საყანე ფართობები წაიღო.
ქალაქ ოზურგეთის მერის მრჩევლის, სოფო ჭანტურიას თქმით, დაზიანებულია და მწყობრიდან არის გამოსული წყალსაცავი.
სტიქიის შედეგად მოსახლეობის მნიშვნელოვნად დაზარალება ჯერჯერობით ქალაქ ოზურგეთში არ ფიქსირდება.