რამდენიმე წუთის წინ, "ავერსის" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში ახალშობილი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" გარდაცვლილის ახლობლებმა უთხრეს, ჩვილის დაღუპვის მიზეზი უცნობია:
_ ექიმი საერთოდ არ გამოსულა, არავინ გვესაუბრება. არ ვიცით რითი დაიღუპა. ის ვიცით, რომ ბოლო თვის განმავლობაში, ოზურგეთში, ავერსის კლინიკაში უკვე მეორე ახალშობილია დაღუპული, _ გვითხრა ოჯახის ახლობელმა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შემთხვევის ადგილზე "გურია ნიუსის" გადამღები ჯგუფიც იმყოფება და დამატებით ინფორმაციას უახლოეს ხანში მოგაწვდით.