ამ წუთებში, ოზურგეთში, გურიის გუბერნიის სააქტო დარბაზში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ გომელაური და მთავრობის კანცელარიიდან მინდია ჯანელიძე საგანგებო თათბირს მართავენ.
თათბირზე ასევე იმყოფებიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე, გურიის საპატრულო პოლიციის უფროსი, დავით ჭანტურია, შსს გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსი, გიორგი მდინარაძე და გურიის უშიშროების უფროსი ელგუჯა ჩავლეშვილი.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები წყალდიდობის პირველად შედეგებს გაეცნობიან.