ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთში, წითლიძეების საკარმიდამო ნაკვეთში, მეწყერი ჩამოწვა.
მეწყერმა საფრთხე შეუქმნა ოჯახს, რომელიც უკვე ევაკუირებულია, თუმცა მიწა კიდევ იშლება, რაც საფრთხეს უქმნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ სამ ოჯახს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი კუჭავას თქმით, მათ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანენ.
"გურია ნიუსის" გადამღები ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და შემთხვევის ადგილიდან ვიდეორეპორტაჟს მალე შემოგთავაზებთ.